"ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი… ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, აღარავის უნდა ეს საქმე” – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოება - 14:22, 08 Dec, 2020     1320

,,ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი. რა მაღალფარდოვან სიტყვებზე ვსაუბრობთ? ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, იმიტომ რომ აღარავის უნდა ეს საქმე, არადა ჯანდაცვის სისტემა დგას ექთნებზე და არა ექიმებზე, ეს მინდა კარგად გავიგოთ. ამ დროს ჩვენ ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, არადა არ გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ,,ტვ პირველთან” საუბრობს

– ბატონო გიორგი, ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით ისმის ძალიან ცუდი ამბები ახალგაზრდების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ზოგს თანხმლები დაავადება არჰქონდა, რითიც თითქოს თავს იმართლებენ ხოლმე. რატომ მივედით აქამდე, რომ ახალგაზრდები იხოცებიან და დამძიმებული პაციენტები კლინიკებში გადაყვანას იხვეწებიან?

– საქართველო გადის იმ ნაბიჯებს, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სამწუხაროდ რასაც არა მხოლოდ მე, არამედ სხვა ექსპერტებიც ამბობდნენ, ხდება დღესდღეობით. ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აქვს შესაძლებლობების ზღვარი და მე მიკვირს, რომ ასე მაინც ფუნქციონირებს. ეს მთლიანად ექიმების და ექთნების დამსახურებაა, თორემ სისტემა არ მუშაობს. მისი ნგრევა ბოლო 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჯანდაცვის სფეროს პრივატიზაციამ მოიტანა ის, რომ ჯანდაცვა გახდა ბიზნესი და მისი პრიორიტეტი არის არა ადამიანი, არამედ მოგება. ყველა რგოლის დაწესებულება როცა ერთ ადამაინს ეკუთვნის, რაზე ვსაუბრობთ? რა ხარისხის კონტროლზე? მთავარია მოგება. ეს არის ბოლო 20 წლის ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგი და არა დღევანდელობის პრობლემა. ჩვენ უბრალოდ შედეგებს ვიმკით. ქვეყანას არა აქვს პირველადი ჯანდაცვა. როგორ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს? როგორ შეიძლება ეს არ იყოს აღმოჩენილი? ეს სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის არარსებობის ბრალია.

– ზოგ შემთხვევაში პაციენტმა არ იცოდა, რომ ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ექიმი ინფორმირებული იყო პაციენტის თანხმლები დაავადების შესახებ, მაგრამ თუნდაც 19 წლის გოგონასამბავი რომ გავიხსენოთ, ის მშობლებს წერდა, რომ არაფერს უკეთებდნენ. ხომ იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში დღეში 20 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხომ შეიძლებოდა ამ დროს თუნდაც კადრების გადამზადება, თუნდაც ექთნების დამატება, რატა ადამიანური რესურსი საკმარისი ყოფილიყო?

– კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან გულახდილად, ჩვენ დღეს ვართ 20 წელიწადი არაადეკვატური, მაფიოზური კლანების მიერ მართული ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი. მხოლოდ რაოდენობაზე რომ ვსაუბრობთ, ხარისხს არავინ ახსენებს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მსგავსი არსად არაა. აი თუნდაც სამედიცინო პერსონალის გადამზადება – ეს უნდა იყოს დამსაქმებლების და ამ სფეროში დასაქმებულების ინტერესი პირველ რიგში. ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი. რა მაღალფარდოვან სიტყვებზე ვსაუბრობთ? ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, იმიტომ რომ აღარავის უნდა ეს საქმე, არადა ჯანდაცვის სისტემა დგას ექთნებზე და არა ექიმებზე, ეს მინდა კარგად გავიგოთ. ამ დროს ჩვენ ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, არადა არ გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი. საქართველოში 450 საავადმყოფოა, 17 000 საწოლი. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი ექიმი გვყვავს. მაგრამ არავის უფიქრია საშუალო რგოლის გაძლიერებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42