მიმდინარე წლის 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. 72 საატში უნდა გაირკვეს ჩააბარებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობის გამოცდას.
ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციაში პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით კითხვებია.
ირკვევა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან კულუარული მოლაპარაკებები უკვე დაწყო.
ფაქტზე პირველი კომენტარები კეთდება ოპოზიციაში. "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ინტერესდება ""გაიზრდება თუ არა საქართველოს პოლიტიკურ მეძავთა კლუბი".
"გაიზრდება თუ არა საქართველოს პოლიტიკურ მეძავთა კლუბი??? ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, რაც მოისურვა და საჭიროდ ჩათვალა, ყველაფერი იყიდა. ერთი რამ რაც არც უფიქრია და ვერც იყიდა, რომელიც მას შეუქცევად ზარალს აყენებს, ეს არის ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი და მისი იგნორირება ოლიგარქის სასიკვდილო შეცდომა აღმოჩდა.
ჩვენმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, ეს ბარიერი ამ ეტაპამდე ნამდვილად დაძლია.
სწორედ ერთობა არის დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პოლიტიკური ამბიცია, სწორედ ერთობამ შეგვაძლებინა ბევრი იმ შედეგის მიღწევა, რომელიც ივანიშვილისთვის სიურპრიზი აღმოჩდა.
ჩვენი ერთობის შედეგი იყო ის რომ ჩვენი ბრძოლის არსენალში ისეთი პოლიტიკური ტაქტიკის გამოყენება, რომელიც აქამდე ცოტა უჩვეულო თუმცა ძალიან საჭირო იყო, ეს ტაქტიკა ფაბიანოსტობის სახელით არის ცნობილი , ანუ მაღალი ემოციური ფონის პირობებში მიუხედავად ჩვენი ემოციურობისა, ტაქტიკური მითმჯნების უნარის გამოვლენა.
მოწინააღმდეგესთან უკომპრომისობამ, ხოლო ერთმანეთში კონსენსუსის ძიებამ, საჭირო დროს რადიკალიზმმა და მიუხედავად ხშირ შემთხვევაში არაპოპულარობისა, მოლაპარაკებებზე უარის ართქმა ასე ვთქვათ, ოპოზიციის მრავალმხრივმა ტაქტიკამ, რომლის წყარო მაინც ერთობა იყო, მიიყვანა ივანიშვილი სამწუხაროდ, არალეგიტიმურ პარლამენტამდე.
ვისაც მარტივი პოლიტიკური ლოგიკა გააჩნია, არა მგონია ეჭვი შეიტანოს ჯამში, რომ ეს ივანიშვილის დასასრულის დასაწყისია. ივანიშვილი ფინიშთან დგას, თუმცა მან უკვე ზუსტად იცის რა უნდა ეყიდა... მინდა მჯეროდეს, რომ მას ამ შენაძენის გაკეთება გაუჭირდება, ვინაიდან რომც მოახერხოს ვიღაცების გამოხშირვა, ფუნდამენტურ ერთობას ვერ მოშლის. ის მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსს, მინიმუმ გააკობახიძებს, და მაქსიმუმ გაამეძავებს, ანუ პერსპექტიული პოლიტიკოსების ხარჯზე, პოლიტიკურ მეძავთა რიგებს გაზრდის" - აღნიშნავს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






