"ოპოზიციას აქვს მძლავრი იარაღი- ერთობა, ივანიშვილი მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს" - ხატია დეკანოიძე
პოლიტიკა - 22:46, 07 Dec, 2020     1468
"ნაციონალური მორაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ ყოფილა დღეს მოლაპარაკებაზე, თუმცა მოისმინა თალაკვაძისა და კობახიძის განცხადებები. მისი თქმით, ივანიშვილი მიიღებს ერთპარტიულ არჩევნებს, რადგან ოპოზიციას აქვს მძლავრი იარაღი - ერთობა.

"მე არ ვყოფილვარ დღეს მოლაპარაკებებზე, მაგრამ როგორი განცხადებაც გააკეთეს დღეს არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ, თითქოს სივრცე, სადაც ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი არჩევნები ან რიგგარეშე არჩევნები, არის დახურული, მე არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ დიდად ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, რომ ამ სივრცეს როგორმე შეავსებს ბიძინა ივანიშვილი და არ მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს. რა თქმა უნდა იგი მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს...

​ჩვენ გვაქვს ძალიან მძლავრი იარაღი და ეს არის ოპოზიციის ერთობა. თუ გადავრთავთ სამთავრობო არხებზე და მოვუსმენთ ე.წ. მათ ექსპერტებს, თურმე მათ უნდათ მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც ივანიშვილი რა თქმა უნდა ვერ მიიღებს და ამაში დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რომელიმე ჩემი კოლეგის მხრიდან. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გამოყვანისთვის", - აცხადებს ხატია დეკანოიძე "ფორმულასთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42