ხელისუფლება ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია ან პარტიის რამდენიმე წევრი დაითანხმოს პარლამენტში შესვლაზე - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 22:15, 07 Dec, 2020     1102

პოლიტიკური პარტია "ლელოს" წევრი , დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების მესამე რაუნდმა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები წარმოაჩინა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პოზიციონირება სამართლებრივად გამართულია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე შედგეს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ თუ ეს ასე არ მოხდება, ამით მოლაპარაკებების პროცესი არ დასრულდება.

"ქართული ოცნების პოლიტიკური აკვიატებაა, რომ ერთპარტიული მმართველობის გარდა ვერაფერი, სხვანაირი მმართველობა ვერ წარმოუდგენია, ამიტომ გააკეთა ის რაც გააკეთა ამ არჩევნებზე. ამან მოიყარა თავი 31 ოქტომბრის არჩევნებში და კრიზისიც არის ქვეყანაში. ის 4-პუნქტიანი გეგმაც ჩემთვის არის სინამდვილეში 1-პუნქტიანი - საჭიროა პოლიტიკური გამოსავალი. მესამე რაუნდზე ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ერთი მხრიდან წარმოადგენდნენ საქართველოს მილიონ მოქალაქეს, პლუს მინუს რამდენიმე ათასი, და მეორე მხარესაც 1 მილიონი მოქალაქის მიერ არჩეული ადამიანები. საქართველოს ამ მოსახლეობის შეთანხმებაზეა საუბარი და არა უსუფაშვილის თუ თალაკვაძის, კობახიძის თუ ბაქრაძის. ამ პროცესს სჭირდება სერიოზული მიდგომა. ოპოზიციის პოზიციონირება არის კონსტიტუციური და სამართლებრივი. გაუგონარს არაფერს ვითხოვთ. დრო არის ცოტა დარჩენილი, მაგრამ საკმარისია შეთანხმების მისაღწევად...მესამე რაუნდმა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები წარმოაჩინა. ჯერ არაფერი არც მიღწეულია, არც დაკარგულა. გვაქვს გარკვეული წყალგამყოფივით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის პირველ დღემდე მოხერხდეს შეთანხმება, თუმცა ამ დღით არ იხურება და არ მთავრდება ყველაფერი, უბრალოდ შემდგომ პერიოდში უფრო ძვირი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ის პროცესები, რომელიც განვითარდება, თორე გამოსავალი მაინც არის არჩევნები, მაგრამ იმ არჩევნებამდე მივალთ ძიძგილაობით, ჯაჯგურით და სხვა ქმედებებით, რომლებიც მოსახლეობისთვის ნაკლებად სასარგებლოა, თუ მივალთ მიღწეული შეთანხმებით, რომლის შედეგადაც უზრუნველფოლი იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, ეს დევს სასწორზე", - განაცხადა უსუფაშვილმა "ფორმულასთან".

უსუფაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია ან პარტიის რამდენიმე წევრი დაითანხმოს პარლამენტში შესვლაზე.

"არ შეიძლება ამ პროცესში ჩართული მხარე, პირველ რიგში ხელისუფლება ცხადია, ვიყოთ კონცენტრირებული პრობლემების მოკვარახჭინებაზე - "აბა იქნებ რამდენიმე პარტიის წევრი ან პარტია დავითანხმო, რომ შემოვიდეს პარლამენტში, მივაღწიო იმას რომ ერთპარტიული არ იყოს პარლამენტი", დაკავებული. ხელისუფლება არის ჯერ კიდევ ამით დაკავებული და მოლაპარაკებებიც ამას ემსახურება, რომ ეს დაკავებულობა სხვა დაკავებულობით შევცვალოთ", - დასძინა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42