"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრიდან, თუ ხელახალი არჩევნები განხილული არ იქნება, ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.
ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, ხელახალი არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
"მეტი გამოსავალი არ არის, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. რა ფორმით ჩატარდება, ან როგორ მივალთ ამ არჩევნებამდე, რა ინსტრუმენტები იქნება ჩადებული, რომ ახალ არჩევნებამდე მივიდეთ, ამაზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, ვიდაოთ, ვიკამათოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: "ქართული ოცნების" მხრიდან, თუ ხელახალი არჩევნები განხილული არ იქნება, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ, რომ შეიკრიბება ერთპარტიული პარლამენტი და ეს იქნება და ეს. მეტი ჩიხიდან გამოსავალი არ არსებობს", - განაცხადა უდუმაშვილმა გადაცრმა "რეზიუმეში".
აქვე გეტყვით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა.
მასალის გამოყენების პირობები






