"საზოგადოებამ აკ კვლევით "ოცნებას" სათქმელი უთხრა და განაჩენი გამოუტანა" - პოლიტოლოგები Ipsos-ის კვლევაზე
პოლიტიკა - 18:57, 07 Dec, 2020     850

Ipsos-ის კვლევის შედეგებს პოლიტოლოგები აფასებენ და აცხადებენ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც აქვს ყველას შეგრძნება , რომ ეს არჩევნები გაყალბდა.

მათივე თქმით, კვლევამ გამოავლინა საზოგადოების განწყობა და განწყობა არის ის, რომ ხალხის აზრით, ხელისუფლება ვერ მართავს ვერც პოლიტიკურ, ვერც ეპიდემიოლოგიურ და ვერც ეკონომიკურ კრიზისს.

"აღქმაა არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც აქვს ყველას, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. გაყალბდა ყველა შესაძლო მეთოდით, რაც კი ოდესმე გვინახავს და არ გვინახავს და ამოცანაც სწორედ ეს იყო, რომ ბოლომდე დაეკნინებინა დემოკრატიული პროცესების საყრდენი მთავარი ინსტიტუტი", - ამბობს ბათუ ქუთელია.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევის ჩატარება ამ პერიოდში იმიტომ, რომ ოპოზიციას ამ კვლევის მეშვეობით, ფაქტობრივად ხელი უდევს საზოგადოების პულსზე და ამ შედეგებით ხელისუფლებას თავის სათქმელი უთხრეს და განაჩენი უკვე გამოუტანეს" ,- ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ცნობისთვის, Ipsos გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42