მმართველი პარტიის წევრი ირწმუნება, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მიეცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე.
„ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მოთხოვნას, რომ შემდეგ რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდეს, კობახიძემ განაცხადა „ვინ მივა მოლაპარაკებებზე, ამას წყვეტენ პოლიტიკური პარტიები“.
„გადაწყვეტილება მიღებული იყო ჩვენი პარტიიდან, რომ ვყოფილიყავით არჩილ თალაკვაძე და მე“, - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






