მმართველი გუნდის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია და არჩევნების ჩატარებას საფუძველი არ აქვს - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული რიგით მესამე შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზები არსებობს, ეს წითელი ხაზები უკავშირდება არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საუფუძველს, დროც არ არის ბევრი დარჩენილი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოოდ, ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“- თქვა კობახიძემ.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები განიხილება, თუმცა მოლაპარაკებების პირობების გათვალისწინებით, ის მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.
"პოლიტიკურ პარტიებს აქვს განსხვავებული და სუბიექტური ინტერესები. იმედი გვაქვს, რომ პოზიციები დაახლოვდება. რაც შეეხება დათმობას, მგონი არასწორი სიტყვაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ იმ პრინციპით - რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას. დათმობა არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ამით ხელმძღვანელობს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს ჩვენი პოზიცია არა ერთხელ დავაფიქსირეთ და იგივე პოზიცია გვქვს", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ იმედი რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის გადაწყვტილებას მიიღებს.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პირობაზე ვართ შეთანხმებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ელჩებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესში.
შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალაც შედგება. დიდი იმედი გვაქვს ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება"- თქვა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






