თუმცა, იქვე თქვა ისიც, რომ ქართული ოცნება განმეორებით არჩევნებს არ განიხილავს.
"განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რამე ვერსიას, მათ შრის პლებისციტს ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, არ განიხილავს". - განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, მმართველი პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ მხარეებმა პოზიციები დააახლოვეს:
"დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ის ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება, მე მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ელჩებს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ პოზიციების ისე დაახლოებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება". - განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






