"მოლაპარაკება იქნება რთული... ყველა მხარემ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს" - საქართველოში ევროკავშირის ელჩი
პოლიტიკა - 11:40, 07 Dec, 2020     904

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ამბობს, რომ "კარგი შედეგის მიღწევა შესაძლებელია".

მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ "მოლაპარაკების საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ მოვძებნოთ ფართო კონსენსუსი, ეს იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლის კარგი ვარიანტი".

„არ დავიწყებ სპეკულირებას ამის სხვადასხვა ელემენტზე, რადგან საბოლოო ჯამში, ფასილიტატორი ვარ და არა მოსამართლე. ჩემზე არ არის დამოკიდებული, რომ მივიღო გადაწყვეტილებები. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პარლამენტის გახსნამდე ერთი კვირით ადრე. მოლაპარაკება იქნება რთული. ჩვენ, როგორც ფასილიტატორებმა, მივაღწიეთ იმას, რომ სხვადასხვა მხარეები დავსვით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბევრი კარგი იდეაა შემოთავაზებული.

ყველა მოლაპარაკებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარე მაქსიმალურს აკეთებდეს, რომ იფიქროს, თუ როგორ წარადგინოს თავისი პოზიცია შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ შეთანხმების მიღწევისთვის, ისევე როგორც დაეხმაროს მეორე მხარე ამ მიმართულებით.

წინასწარ ვერ გეტყვით, რა შედეგები იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა მხარემ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ვიმედოვნებ, შევძლებთ ფართომასშტაბიან შეთანხმებას, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს დადასტურებულად გითხრათ. დარწმუნებული ვარ, ყველა მხარე იმუშავებს აქტიურად, რათა მივაღწიოთ კარგ შედეგს, თუ ეს შესაძლებელია“,- განაცხადა კარლ ჰარცლემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42