გამოსავალი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 17:55, 06 Dec, 2020     915

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს იმედი, რომ ოპოზიციაში განხეთქილებას შემოიტანს – ამას ნამდვილად ვერ ახერხებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლელოს“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერები მორიგ შეხვედრას მართავენ.

„ოპოზიციის წინადადებამ, რომელიც იქნა გადაცემული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, ნამდვილად ნათლად დაანახა ელჩებსაც და საზოგადოებასაც, რომ ჩვენ ნამდვილად კრიზისიდან გამოსავალს ვეძებთ. ოღონდ ეს გამოსავალი ცხადია, ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ნამდვილად არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. რაც შეგვეხება ჩვენ – გავაგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს და კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რათა მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კრიზისის დროს სიტუაციას ადეკვატრად ვერასდროს აღიქვამს.

„ოცნებისგან“ მოლოდინები არ მაქვს, რადგან სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერასდროს ადეკვატურად, ვერც ერთხელ კრიზისის დროს ვერ აღიქვამს სიტუაციას. ის, რომ კოვიდინფექცია დღეს საქართველოში პრაქტიკულად ერთ სულ მოსახლეზე ლამის მსოფლიოში ყველზე მეტად გავრცელებული და გამანადგურებელი არის, ეს პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების არაადეკვატურობას. ხელისუფლება ვერც ერთ კრიზისულ ვითარებაში ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ დგამს, რათა დაიცვას საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი მოსახლეობა და ქვეყანა გადაარჩინოს კრიზისებისგან. ასე რომ, არც ამ პოლიტიკურ კრიზისში ველოდები ოცნებისაგან რაიმე განსაკუთრებულს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42