„სასულიერო პირები პირბადეებით დგანან, მეტი რა უნდა გავაკეთოთ...“ - მიტროპოლიტი გრიგოლი
პოლიტიკა - 15:51, 06 Dec, 2020     961

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა ჟუნალისტებთან კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით მსოფლიოს რთული პერიოდი უდგას და პანდემიის მნიშვნელობაც საგულისხმოა და იმედოვნებს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდება. რაც შეეხება ტაძრებში წირვას, ღვთისმსახურება გარკვეული შეზღუდვებით ტარდება, საყოველთაოდ ცნობილი უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით, მსახურების შემდეგ კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტაძარში სალოცავად შევიდეს. რაც შეეხება ღვთისმსახურებაში რაიმე განსხვავებული წესის შეტანას, მიტროპოლიტის თქმით, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას.

"ჩვენ, რაც დადგენილი არის, ვცდილობთ, სწორედ ის ნორმები შევასრულოთ, უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში, რომ დაცული იყოს ადამიანები, მათ შორის - სასულიერო პირები.

აგერ, შემოდგომაც გავიდა და ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს.

ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არარაერთი არ არის ორი და ათი და ასი, უამრავი ადამიანია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად, ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც. ოღონდ საჭირო არის საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეებისა და თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს.

ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით, თუ ნიღბებით დგანან, ასევე მრევლი ამ ეტაპზე. მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით. ვნახოთ, ცხოვრება ხომ იცით როგორი არის, გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ვითარებაა თვითონ ეკლესიაში, ის რომ სასულიერო პირები ზოგი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია.

სხვაგანაც ვიცი, იგივე ევროპის ქვეყნებში რა მდგომარეობაც არის და ამჯერად უკვე დაკეტვების ფონზე, ეკლესიები არ დაკეტილა, უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით, მაგრამ ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ და ილოცონ. ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42