კალაძე - ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს
სპორტი - 12:14, 01 Dec, 2013     3711

"თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახი კალაძემ განუცხადა. 

მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკების გზით საფეხბურთო ნაკრებში არსებული დაპირისპირება მოგვარდება. კალაძე აქვე დასძენს, რომ ამგვარი უთანხმოება ნაკრებში მას არ ახსოვს:

"ზოგადად მტკივნეულია ის თემა, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ დარეგულირდება. ვფიქრობ, ყველაფრის დაბალანსება შეიძლება. 

უბრალოდ დასხდნენ, გაისაუბრონ და თუ რამე აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, ჯობს, არა ტელევიზიისა და ჟურნალისტების გარეშე გააკეთონ. მე მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და მაშინ ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. 

როდესაც რამე ხდებოდა, მაშინვე ირკვეოდა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება. ქეცბაია უნდა დარჩეს, უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ბოლოს რა ქვეჯგუფში ვიყავით", - განაცხადა კალაძემ.

თემურ ქეცბაიას ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და ის გუნდის დატოვებას არ აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42