"ხელისუფლება აუცილებლად დახევს უკან... ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი კომპრომისი მიუღებელია" -ეკა ბესელია
პოლიტიკა - 15:42, 05 Dec, 2020     799

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ეს არის ნერვები ომი და ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი კომპრომისი მიუღებელი იქნება, რადგან მათ არ აქვთ უკან დახევის უფლება.

"ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია. ვინც არის ამ პროცესის მონაწილე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ რამე ტიპის მორალური კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მიუღებელია. უკან დახევის უფლება უბრალოდ არ აქვს. ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია. ეს ნერვების ომია, ეს იოლი არ არის. გამომიცდია, როცა 2008 წელს მანდატზე უარი ვთქვი. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ როცა გადაწყვეტილებას იღებ, საჯარო ინტერესი პირად ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. მე არ მინდა, რომ რომელიმე მათგანში ეს სისუსტე დავინახო". -განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ "ხელისუფლება აუცილებლად დახევს უკან, როგორც კი ვერ დაინახავს იმ სუსტ ადგილებს, რომლებსაც ახლა ეძებს ოპოზიციაში".

შეგახენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათი მოთხოვნები უცვლელია:

  • რიგგარეშე არჩევნების ჩატარება
  • ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანია გადაყენება
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება

აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების 2 რაუნდი უკვე შედგა, თუმცა უშედეგოდ. როდის გაიმართება მესამე რაუნდი, უცნობია. როგორც ოპოზიცია ამბობს, ეს ქართული ოცნების შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42