"გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის შიგნით არსებული ვითარება არანაირად არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ "ლელოში" ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„თანამოაზრეები ვართ იმ საკითხში, რა საკითხზეც ამ შეხვედრებზე დავდივართ, არ მახსოვს საკითხი, რომ ამ ოფისში მოვსულიყავით და მე და ზურა ჯაფარიძე არ ვყოფილიყავით თანამოაზრეები. „გირჩის“ შიგნით სიტუაციაზე და ზურასა და ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, გაყოფის შემთხვაზე ვის დარჩება „გირჩი"?
-პასუხად ხვიჩიამ განაცხადა, რომ საკითხი ასე არ წყდება. „ყველა „გირჩში“ რჩება, ჩემი აზრით, ასე არ წყდება საკითხი. ჩემთვის ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ტელევიზიებში ვილაპარაკო, ჩვენ „გირჩის“ შიდა ჯგუფებში დავიწყებთ ამაზე საუბარს და ვილაპარაკებთ ყველაფერზე,“- ამბობს იაგო ხვიჩიამ.
მასალის გამოყენების პირობები






