ივანიშვილმა თავზე დაგვახია ბიულეტენები და ახლა, ვინ ლაპარაკობს წითელ ხაზებზე? - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 15:13, 05 Dec, 2020     1090

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ოპოზიციაში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ხელახალი არჩევნებია დასანიშნი.

ბურჯანაძემ განმარტა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებები კომპრომისულია და ის არ ემხრობა პლებისციტს.

“ის, რომ ოპოზიცია ამდენი ხანი ესაუბრება ხელისუფლებას და სხვადასხვა წინადადებას სთავაზობს, ეს უკვე ძალიან დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი წითელი ხაზი გალახა 31 ოქტომბერს, გააყალბა არჩევნები, წყალში გადაყარა საქართველოს მოსახლეობის მოლოდინი, რომ არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლებოდა, წყალში გადაყარა უამრავი ადამიანის პატიოსანი შრომა, მზადება არჩევნებისათვის და პრაქტიკულად, არჩევანის უფლება წაგვართვა. ამის მიუხედავად, ოპოზიციას ესმის, რომ ამ რთულ ვითარებაში, როცა არის ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და ჩვენს მოსახლეობას ძალიან უჭირს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კრიზისის მაქსიმალურად სწრაფად დაძლევისათვის, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის წინადადებებს, მე ვთვლი, რომ ის არის კომპრომისული.

მე პირადად, მაქვს უფრო მკვეთრი პოზიცია და მიმაჩნდა, რომ საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და დიახ, უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები, მაგრამ მესმის საერთო შეთანხმება, რომ აუცილებელი იყო გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა. ასევე, გუშინ გახმოვანდა პლებისციტთან დაკავშირებით მოსაზრებები, მე ესეც ძალიან სერიოზულ დათმობად მიმაჩნია. არ ვემხრობი პლებისციტს, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, პლებისციტი იყო პრაქტიკულად, არჩევნების დღეს, როდესაც მოსახლეობის 52%-მა გაყალბებული არჩევნებითაც კი, თქვა, რომ მას უნდა ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ წითელი ხაზები გადალახა ამ ქვეყანაში, ეს არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.

„ჩვენ არანაირი წითელი ხაზი არ გადაგვილახია, ვიბრძოდით ყველანაირი პოლიტიკური მეთოდებით. წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დროს, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა, მაგრამ ხელისუფლებამ გადალახა წითელი ხაზები, დაგვახია თავზე ბიულეტენები და ახლა, ვინ ლაპარაკობს წითელ ხაზებზე? გამყალბებელი და თაღლითი ხელისუფლება, თაღლითი ივანიშვილის ხელმძღვანელობით. წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი ჰქონდა, ვის რამდენი პროცენტი უნდა მიეღო და დაწერილი ჰქონდა ბრძანება ვინ უნდა გასულიყო პარლამენტში და ვინ -არა.

ჩვენი, ოპოზიციის ძალა არის იმაში, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ხელახალი არჩევნებია დასანიშნი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42