მიქელაძე 2004-2006 წლებში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
მიქელაძის გამოკითხვა გუშინ, 4 დეკემბერს 13 საათი იკითხებოდა და გვიან ღამით დასრულდა, დღეს კი საგამოძიებო უწყებაში ტექნიკური საკითხების შესახებ დაიბარეს. მალხაზ მიქელაძე, მისი ინტერესების დამცველთან ერთად, უკვე ერთი საათია იმყოფება საგამოძიებო უწყებაში.
"მე გახლავართ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი წლების განმავლობაში ვმუშაობდი დელიმიტაციის საკითხებზე, პროკურატურას აინტერესებდა გარკვეული დეტალები კომისიის მუშაობის თაობაზე, იმ მასალების თაობაზე რაც გამოყენებული იქნა,"- განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.
მან აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შესახებაც ისაუბრა:
"ეს ორი ადამიანი არის არის ექსპერტი, უწყებებიდან წარმოდგენილი, გარკვეული პერიოდი ბატონი ივერი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იქამდე სხვა უწყებას წარმოადგენდა. მე ვფიქრობ რომ ძალიან პატრიოტული გრძნობით არიან გამსჭვალული,"- აღნიშნა მალხაზ მიქელაძემ.
პროკურატურაში მორიგი მისვლის მიზეზი მალხაზ მიქელაძის ადვოკატმა განმარტა. ივანე ჩიტაშვილის თქმით, გუშინდელ გამოკითხვაზე კოვიდრეგულაციების გამო ისინი გამომძიებლისგან დისტანციას იცავდნენ, შესაბამისად ისინი ადგილზევე ვერ ამოწმებდნენ ინფორმაციას, რომელიც გამომძიებელს კომპიუტერში შეჰყავდა, საბოლოო მასალის გაცნობის შემდეგ კი ჩვენებაში გარკვეული დაზუსტებები გახდა საჭირო, რისთვისაც ისინი დღეს საგამოძიებო უწყებაში ისევ მოვიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






