მშვიდობიანი დაბრუნება ოჯახებში, ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში წარმატებული იქნება, ღმერთი გფარავდეთ! - სალომე ზურაბიშვილი ჯარისკაცებს
პოლიტიკა - 13:44, 05 Dec, 2020     680

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა. პრეზიდენტმა სამსხედროებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია მათი გაცილება. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის უმაღლესი შეფასებები, რომელსაც საქართველო თავისი პარტნიორებისგან იმსახურებს, დიდწილად მათი დამსახურებაა.

პრეზიდენტის თქმით, ის, რომ საქართველო მასზე დაკისრებულ მოვალეობას პანდემიის პირობებშიც ასრულებს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ რამეზე მეტყველებს.

„მოგესალმებით გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა თქვენთან ერთად. დღეს თქვენი გაცილება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დიდი პატივია, რამეთუ თქვენ იქ ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ, თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ძალებისთვის, მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ის შეფასება, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტნიორებისგან, არის დიდწილად თქვენი დამსახურება, თქვენი რეპუტაციის, ჩვენი ძველი ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციის, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა! დღეს მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, პანდემიის გამოწვევის წინაშე და ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრზე მეტყველებს და მე მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. მინდა გისურვოთ წარმატება, შემართება, მინდა გისურვოთ მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში, თქვენს ოჯახებში. ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში იქნება წარმატებული. ღმერთი გფარავდეთ!“- განაცხადა ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42