"ჩვენი პოზიციები არის ჩამოყალიბებული, მკაფიოდ, ყოვლისმომცველად და წერილობითად გადავეცით დღეს ყველა პარტიის შეჯერებული პოზიცია ქართულ ოცნებას და ველოდებით მათგან, რომ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ასევე მკაფიოდ და წერილობით და არა ბრიფინგებით გაგვცემენ პასუხს" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
"ჩვენს პოზიციაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები ახალ არჩევნებთან, ასევე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უცვლელია და ძალაში რჩება. როცა ჩვენ მივიღებთ პასუხს "ქართული ოცნებისგან", ამის შემდეგ შემეძლება უფრო კონკრეტულად გითხრათ, რაც შეეხება მესამე რაუნდს, შედგება მას შემდეგ, რაც მოხდება პოზიციების ურთიერთგაცვლა. დღეს რა მოთხოვნებიც გადავეცით ფასილიტატორებს, შეთანხმებულია პოლიტსაბჭოს სხდომაზე, - თქვა მედიასთან კობა ნაყოფიამ, რომელიც ელჩებთან შეხვედრას ესწრებოდა" - აღნიშნა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა კობა ნაყოფიამ.
"მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებების პაკეტი, ძირითადი მოთხოვნები არ შეცვლილა. ჩვენმა ფასილიტატორებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ "ქართული ოცნებიდან" ჩამოყალიბებულ წინადადებებს და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება" - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციასა და ელჩებს შორის გამართული შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის თემა ისევ უცვლელია - არჩევნების გაყალბებული შედეგები და ოპოზიციის ბოიკოტი.
მასალის გამოყენების პირობები






