ხაჩიძე წერს, რომ ზურაბ ჯაფარიძე ყველა არსებულ პრობლემას მოთინებით უმკლავდებოდა:
"გირჩი - სახელად პარტიას მე დავარქვი.
შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი "ნათლიაც" გამოვედი.
"გირჩი" იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!
ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც.
თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.
მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში;
ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;
ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;
ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს...
მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს...
ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას," - წერს გოგა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გარეშე აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას.
მასალის გამოყენების პირობები






