დასტურდება თუ არა ქვეყანაში რეინფიცირება - ცერცვაძისა და გამყრელიძის ურთიერთგამომრიცხავი პასუხები
პოლიტიკა - 13:43, 04 Dec, 2020     972

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა. საპირისპიროს ამტკიცებს თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძემ გუშინ ის შემთხვევები მიმოიხილა, როდესაც კოვიდინფექცია პაციენტებში ვირუსის მიმართ გაძლიერებულ იმუნიტეტს არ ტოვებს და თქვა, რომ ქვეყანაში რეინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევა იყო გამოვლენილი.

"შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდგადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს - არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დაახლოებით დადასტურებული სამი შემთხვევაა", - თქვა გუშინ ცერცვაძემ.

გამყრელიძე კი ირწმუნება, რომ მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, თუმცა, მისი თქმით, საკითხის დადასტურებულად გადაწყვეტას მაღალტექნოლოგიური კვლევა და პროფესიულ საბჭოზე განხილვა სჭირდება.

"მიმდინარეობს კვლევა, რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფიცირება გვქონდა საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა და ამავე დროს მიმდინარეობს ე.წ გენომის სეკვენირება, რომელიც დროს და შესაბამის, მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც დღეს მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს საქართველოში.

რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდგომ გადაწყვეტა ყველა იმ ლაბორატორიული, თუ სხვა კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის", - თქვა ხდღეს გამყრელიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42