ყველა მოლაპარაკება დაიწყება და დამთავრდება ახალი არჩევნების მოთხოვნის ქოლგის ქვეშ, ოპოზიცია ამ მოთხოვნებით მივა მესამე რაუნდზე - ნადირაშვილი
პოლიტიკა - 12:37, 04 Dec, 2020     641

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, ოპოზიციამ გუშინდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეაჯერა პოზიციები და მთლიანი ოპოზიცის მთავარი მოთხოვნა მესამე რაუნდზე იქნება ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ.

„ოპოზიცია ცხადია არის მესამე რაუნდის მოლოდინში, გუშინ იყო შეკრება, სადაც საბოლოოდ დალაგდა წინადადებები, თუ როგორი მოთხოვნებით და მოლოდინებით უნდა წავიდეს ოპოზიცია ამ შეხვედრაზე და ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის, ანუ რაც იყო მთავარი, რომ ყველაფერი, ყველა მოლაპარაკება დაიწყება და დამთავრდება ახალი არჩევნების მოთხოვნის ქოლგის ქვეშ, ოპოზიცია ამ მოთხოვნებით მივა მესამე რაუნდზე.

ჩვენ ველით რაციონალურ წინადადებას უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის შეცვლა არის ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, სადაც შესაძლებელი არ იქნება ადამიანების ყიდვა, ოქმების გადაჯღაპვნა და არჩევნების შედეგების გაუქმება.

ეს არის იარაღი ამისთის, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას, ეს არის ისევ და ისევ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, თუ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რამხელა კრიზისია, თუ ვერ აცნობიერებს რამდენად მძიმე იქნება ერთპარტიული პარლამენტის შენარჩუნება ამ კრიზისის დროს და არ აპირებენ ნაბიჯების გადმოდგმას დათმობისაკენ, ამ შემთხვევაში დარჩება ყველაფერი ისე, როგორც ახლა არის. ამ ეტაპზე ოპოზიცია თავის მოთხოვნებში არის ერთიანი.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42