ერთ-ერთ მიმოწერაში ნახსენებია ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია ეკანოიძე, კონტექსტი კი ზუსტად ასე ჟღერს:
"რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა".
ბავშვობის მეგობრების შეხუმრებულ მიმოწერაში, რომელსაც სიცილის "სმაილებიც" მოწმობს, საგამოძიებო უწყება, როგორც ჩანს, შეთქმულების თეორიას ხედავს.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ახალი რეპრესიებისთვის ემზადება. ის არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივი დევნა მისი მისამარითაც დაიწყოს:
"შეიძლება ემზადება იმისთვს, რომ ახალი რეპრესიების ტალღა დაიწყოს, მე არაფერს არ გამოვრიცხავ. სისულელეა, ეს არის ნაცვლიშვილის ჩვეულებრივი იდეოლოგიური პროპაგანდა მორიგი. საზიზღარი ბრალდებით დააკავეს, უახლოესი მეგობრის გარდაცვალება დააბრალეს ამ ორ ადამიანს, ახლა მოწებება უნდათ ამ პროპაგანდის და ამორალური ბრალდების ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის, ამიტომ მე არაფერს გამოვრიცხავ, ისეთ მიტაცებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ჩემს მიმართ სამართლებრივ დევნასაც არ გამოვრიცხავ", - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






