"60 მილიონით ჩინოვნიკების კი არა, ექიმების ხელფასები უნდა იზრდებოდეს" - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 12:21, 04 Dec, 2020     640
"წინა წლის ბიუჯეტი კორუფციულადაა გაფლანგული და ახალ ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება
"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩამოშლილი ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი და პანდემიასთან წაგებული ბრძოლა.
როგორც ხაზარაძე განმარტავს, მენეჯმენტი, რომელიც დღეს მთავრობას აქვს, არასწორია. არასწორია ბიუჯეტის დაგეგმარებაც, რადგან 2020 წლის ბიუჯეტის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მისი თქმით, ის კორუფციულადაა გაფლანგული.
"რასაც ვუყურებთ, ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება. რომელი ბიუჯეტის დამტკიცებაზე გვეპატიჟებიან, როდესაც წინა წლის ბიუჯეტს არ განიხილავენ, აანალიზებენ. ამას აკეთებს ყველაზე მცირე, ხუთკაციანი შპს-ც კი - სანამ მიიღებს მიმდინარე წლის ბიუჯეტს, აუცილებლად გადახედავს და შეისწავლის წინა წლისას. მიმაჩნია, რომ იქ ჩადებული 60 მილიონით ჩინოვნიკების ხელფასები კი არ უნდა იზდებოდეს, არამედ ექიმების. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელთა იმედზეც ვართ დარჩენილები. ძალიან კარგი იქნება, ამ თემებზე პარლამენტიდან ვსაუბრობდეთ, თუმცა როდესაც ხმები მოპარულია, ვერ შევეგუებით ამას და ვიბრძოლებთ სამართლიანი არჩევნების დასაბრუნებლად,"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, საქართველო მსგავს ექსპერიმენტებს ვეღარ გაუძლებს, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება და სოციალური ფონი საბოლოოდ დამძიმდება.
"ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რაც ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანას დამართა ბიძინა ივანიშვილმა. მას შეეძლო, სხვა ადამიანებთან ერთად, სხვანაირი მართვის კულტურით, ეს ქვეყანა ექცია წარმატებულ სახელმწიფოდ. რეალურად კი მივიღეთ ჩამოქცეული ეკონომიკა და არამართვადი პანდემია. მათ წააგეს პანდემიასთან, წააგეს ლარის კურსთან, წააგეს ეკონომიკასთან ბრძოლა. როდესაც არ გამოგდის ქვეყნის მართვა, სხვას უნდა მისცე ქვეყნის მართვის საშუალება. ეს ქვეყანა ამდენ ექსპერიმენტს და არასწორ გადაწყვეტილებას ვერ გაუძლებს,"-აცხადებს ხაზარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42