მათივე თქმით, მოქალაქეები ვერც 112-ის ცხელი ხაზით სარგებლობენ და ვერც ოჯახის ექიმის კონსულტაციას იღებენ.
მძიმეა გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, გიორგი ჩალაძის შეფასება. ის დღევანდელ ჯანდაცვის სისტემას სიკვდილის ქრონიკებს უწოდებს.
"დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა არის სიკვდილის ქრონიკები, ეს არის რბოლა გადარჩენისთვის და თუ თქვენ დარეკავთ 112-ზე, თქვენ ჩაერთვებით იმ "სპირალში", რომელიც დამთავრდება, სავარაუდოდ, სავალალო შედეგით, თქვენ გადარჩებით, მხოლოდ და მხოლოდ, გამჩენის წყალობით და არა რაიმე სისტემით, დღევანდელი სისტემა ჩვენ გვკლავს. ეს ხალხი ძალიან მალე გამოვა ქუჩაში და ჩვენ მივიღებთ გარდაცვლილების რევოლუციას, ეს იქნება მომაკვდავი ადამიანების რბოლა ჟანგბადისათვის, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდება. ჩვენს ქვეყანას მომავალი წაართვეს," - ამბობს გიორგი ჩალაძე
ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე დროული დიაგნოსტირების პრობლამაზე საუბრობს:
"სისტემა არ გვაქვს, განსაკუთრებით, რაც ეხება სასწრაფო დახმარებას და 112-ს. არ გვყოფნის,ა რც ოპერატორები, არ გვყოფნის არც ხაზები, არავინ არ მოემზადა, რომ კლინიკებს ჟანგბადი დანადგარები არ ეყოფათ, კი აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნის იმ დატვირთვას. ჩვენ ხომ პოლიტიკა გვაქვს ქართული "ჯიგრული" დამოკიდებულება, აი ასე ვიღაცის ჩარევა და გადაყვანა. - პრობლემა გვაქვს იმისი, რომ დროული დიაგნოსტირება არ ხდება, " - ამბობს ვატო სურგულაძე
მასალის გამოყენების პირობები






