შეზღუდვები, რომელიც მცირე ბიზნესს ანადგურებს - “უნდა შეიქმნას ცხელი წერილები, რომ ვერავინ დააჯარიმონ“
პოლიტიკა - 15:30, 03 Dec, 2020     350

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ბიზნესისათვის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მთავარი წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესი მსხვილი ბიზნესია, რომელსაც ჭიჭინაძე „ხელმწიფის კარზე დაწინაურებულ რამდენიმე ფინანსურ ჯგუფს“ და „მონურ შემადგენლობას“ უწოდებს.

„მცირე და საშუალო ბიზნესი, მათი მფლობელები, თუ იქ დასაქმებული ადამიანები, „ოცნების“ მთავრობისთვის მხოლოდ სტატისტიკური ერთეულები არიან.

მათ საერთოდ არ აინტერესებთ ის ასიათსობით ადამიანი, მათი ბედი, ვინც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში არიან დასაქმებული; ვინც თავიანთი შრომით და შესაძლებლობით შოულობს ფულს, ინახავს ოჯახებს და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში.

აი ამიტომ კეტავენ, ამიტომ დაუწესეს მათ შეზღუდვები ასე ერთი ხელის მოსმით, რადგან მათგან შესული გადასახადი, ამ მთავრობისთვის უბრალოდ უმნიშვნელოა.

„ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის მთავარია ე.წ. მსხვილი ბიზნესია, ხელმწიფის კარზე დაწინაურებული რამდენიმე ფინანსური ჯგუფი, რომელიც მუდმივად იღებენ და ატრიალებენ მილიარდებს.

ან ის მონური შემადგენლობა, ვისაც პერიოდულად იბარებენ და ვინც მთავრობას „ამხნევებს“ და ამისთვის იღებენ მილიარდებს... შემდეგ კი, ეს მილიარდები დღგ-ს სახით, თუ ისევ რიგითი ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების სახით, ისევ „ოცნების“ ჩინოსანთა ჯიბეებში ხვდება.

მოკლედ, ბიუჯეტი მათთვის მხოლოდ „პრაკრუტკის“ საშუალებაა და მეტი არაფერი!

ამიტომ არის ახლა უმნიშვნელოვანესი, რომ მოხდეს სოციალური შეთანხმება საზოგადოებაში, რომ აღნიშნულმა აკრძალვებმა არ და ვერ იმუშაოს;

რომ ყველა ერთად დადგეს, პოლიტიკოსებიც, ბიზნესმენებიც, რიგითი ადამიანები...

ერთდროულად შეიქმნას ბევრი „ცხელი“ წერტილი, ძალები რომ ვეღარ ეყოთ და ვერავინ ვეღარავინ დააჯარიმოს!

თორემ თუ ერთმა გამოხატა პროტესტი და დანარჩენებმა გულხელდაკრეფილებმა მხოლოდ ტელევიზორით უყურეს მის ბრძოლას, ასე ნამდვილად არაფერი გამოვა.

ბრძოლა არსებობისთვის მძიმე ბრძოლა“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42