"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა , დავით კირთაძემ , ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. "კრება დარჩა მხიარული"- ასე აფასებს პოლიტიკოსი დღევანდელ შემაჯამებელ სხდომას.
კირთაძემ აღნიშნა, რომ თამარ ჟვანიასთვის პრიორიტეტი შემაჯამებელი სხდომით ბიძინა ივანიშვილის გახარება იყო.
"მას ხალხის ხმა საერთოდ არ აინტერესებს, მისთვის არ აქვს მნიშნველობა ამომრჩევლის ნებას ასახავს თუ არა ეს შედეგი, რომელიც დღეს რეალურად დადგა, მისთვის მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გაახაროს, თავისი ქმედებით და თავისი მარტივი ხელმოწერით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი კრება, რომლითაც მან ჩაატარა, ხელი მოაწერა, ბოლოს თავისიანებს დაუკავშირდებოდა "ქართული ოცნების" შტაბში და ეტყოდა, რომ ხელი მოვაწერე. აი ასე, კრება დარჩა მხიარული და მართლაც ასე იყო" , – განაცხადა გადაცემაში "დღის სტუმარი".
დავით კირთაძის თქმითვე, ცესკოს არსებობის ისტორიაში დღევანდელი დღე, შემაჯამებელი სხდომის გამო, ყველაზე სამარცხვინო იყო.
მასალის გამოყენების პირობები






