არ ვაპირებ პასუხი გავცე ამ გამოსვლებს...ეს ჩვენთვის ახალი არ არის, 2016 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა, თუმცა, ამ არჩევნების შედეგად, 4 წელი მუშაობდა პარლამენტი - ჟვანია ოპოზიციის სხდომის დატოვებაზე
პოლიტიკა - 18:25, 03 Dec, 2020     1608

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი სხდომა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პროტესტის ნიშნად დატოვა, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , თამარ ჟვანია , გამოეხმაურა. მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დატოვა იგივე შემადგენლობამ, თუმცა, პარლამენტმა ამ არჩევნების შედეგად 4 წელი იმუშავა.

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ახლა პასუხი გავცე იმ გამოსვლებს, რაც მოვისმინეთ. ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ. ამავდროულად, ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ 2016 წლის არჩევნებზე ზუსტად ასე დატოვეს სხდომა იგივე კომისიის წევრებმა გარდა ქალბატონი ხათუნასი. მაშინაც ასეთი პოზიცია გამოხატეს და შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერას მაშინაც არ დაესწრნენ. ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ვინაიდან, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ 2016 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა. თუმცა, 2016 წლის არჩევნების შედეგად 4 წელი მუშაობდა პარლამენტი, შესაბამისად, ასეთი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერები, რომელიც ბატონმა დავითმა ახლა წაიკითხა, რომელიც ერთიანობაშია წასაკითხი და საერთოდ არ კითხულობს იგივე IRI-ს რეკომენდაციებს, რომელთა უმრავლესობაც პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ კონტექსტს შეეხება, ძალიან სამწუხაროა. ეს არის ცალმხრივი წაკითხვა და ვურჩევდი ყველას, რომ გაეხსენებინათ ის პერიოდი, რაც ზუსტად ამ შემადგენლობის მიერ არის ჩატარებული. ცხადია, არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქმული, ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოო ანგარიშებსაც, მაგრამ ერთს ვიტყვი, ყველამ ამ ქვეყანაში ძალიან კარგად იცის საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი შეფასება და პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ამ არჩევნებზე იყო დაცული. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მიერ არ დამდგარა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი სხდომა იმართება, რომელიც პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დატოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42