მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება - ზურაბ ჯაფარიძე
პოლიტიკა - 16:09, 03 Dec, 2020     652
"ლელოს" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ "გირჩის" ლიდერმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ცხარე კამათის მიუხედავად, ოპოზიცია ერთიან პოზიციაზე შეთანხმდა და მოდერატორებთან შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გარკვეულ ნაწილში მოთხოვნები გაიზარდა, ხოლო ნაწილში - შემცირდა.

„ოპოზიცია ერთიანია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება. სხვადასხვა ტიპის საკითხებზე ვსაუბრობდით, პოზიციები შევაჯერეთ და ჩემი აზრით, მზად ვართ, მოდერატორებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. მილიონი საკითხი განვიხილეთ, სხვადასხვა პარტიას, საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. ცხარე კამათი გვქონდა, მაგრამ ოპოზიცია ერთიანია! ერთიანი პოზიცია ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ერთიანი პოზიციით მივა. ახლაც ვამბობ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როდესაც დაფინანსება მიიღეს. "გირჩი" პარლამენტში ტყუილად გადმოგდებული კანფეტისთვის არ შევა, თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება, არაფერს აზრი არ აქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში რეფორმას ატარებს და ამის გამო მე პარლამენტში შევალ - არა, ძალიან ცდება! მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება. ერთიან პოზიციას ვერ მოგიყვებით, პაკეტია სრული, რომელსაც ჯერ მოდერატორებს გავაცნობთ და მერე ვნახოთ... მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42