კალაძის ახალი მესიჯბოქსი - "ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა"
პოლიტიკა - 13:45, 03 Dec, 2020     439

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციაში "დიდი აზრთასხვადასხვაობაა".

კალაძემ შესაბამისი განცხადება მოლაპარაკების მესამე რაუნდზე საუბრისას გააკეთა: "ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული ასე. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებით, რაც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხორციელდება, საბოლოოდ გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული. დაველოდოთ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და რა შეთანხმება იქნება მიღწეული.

ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ მოხდება, ამიტომ მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს, უნდა იქნებს მიღწეული გარკვეული კონსენსუსი. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო, მათ მხარი დაუჭირა, მიანიჭა უფლებამოსილება, რომ ამ ადამიანების ხმას წარმოადგენდნენ პარლამენტში, ამას სჭირდება გაფრთხილება. აქ არ არის ვიწროპარტიულ ინტერესებზე საუბარი, ზოგადად, ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, წინსვლისთვის, ბოლო წლების განმავლობაში არასდროს ყოფილა ამდენი პოლიტიკური პარტია წარმოდგენილი პარლამენტში. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ამას სჭირდება მოფრთხილება“, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42