"სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ამ ქალაქის მერად წოდებულ „კლოუნს“, ბატონ კალაძეს. ოპოზიციური პარტიების პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია", - თქვა ბოკერიამ კალაძის საპასუხოდ.
ბოკერიამ მედიასთან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
„მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ზედმეტი დეტალების გასაჯაროების გარეშე, დაზუსტდა როგორი უნდა იყოს იმ ტიპის რეგულაციები, რომლებიც იმ მანიპულაციების რისკს არსებითად ამცირებს, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა ამ არჩევნებზე. ამაზე ყოველთვის იყო ხოლმე დისკუსიები. იმ მომენტში, რა მომენტშიც ივანიშვილი და მისი გარემოცვა დათანხმდება არსებით გამოსავალს კრიზისიდან, რაც მდგომარეობს ახალ არჩევნებში შემდეგ წელს, ეს ყველა საკითხი ძალიან აქტუალური იქნება და ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე ახლავე ვმუშაობთ. ეს საკითხები ცალკე მოლაპარაკების საგანია“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მედიას უთხრა, რომ ოპოზიციურ პარტიებში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა.
„ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული ასე”, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






