ვის და სად შეეძლება COVID-19-ის ანტიგენზე სწრაფი ტესტირება - ჩამონათვალი
პოლიტიკა - 13:21, 03 Dec, 2020     4110

დღეიდან, 3 დეკემბრიდან ანტიგენზე სწრაფი ტესტირების პროგრამა იწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თებერვლის ბოლომდე, დღეში ამ სახის 20 ათასამდე ტესტი ჩატარდება.

თამარ გაბუნიას თქმით, ანტიგენზე ტესტის ჩატარება შეეძლება ყველას, ვინც ჩამოთვლილ დაწესებულებებს მიაკითხავს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. პაციენტი შეიძლება, ტესტირებაზე გამოცხადდეს ექიმის მიმართვით, ან თვითდინებით.

"ეს მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვავლინოთ ყველა ინფიცირებული და ვურჩიოთ მათ დარჩნენ სახლში. ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია, შეზღუდვების პერიოდში და ეს გაგრძელდება აქტიურად პირველ თებერვლამდე, რათა მივიღოთ სტაბილიზაციის შესაძლებლობა", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ანტიგენზე სწრაფი ტესტირება შესაძლებელია:

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში;
  • იმ დაწესებულებებში, რომლებიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება ჩატარდება, მთავარი აქცენტი კი იქნება დიდ ქალაქებზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42