ცესკო დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას - კაპანაძე
პოლიტიკა - 13:07, 03 Dec, 2020     646
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ცესკოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, დღეს არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს.

კაპანაძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო პროცესი, სადაც დაფიქისრდა ძალიან დიდი რაოდენობის კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, მოსყიდვა და ძალადობა. კაპანაძის თქმით, არც საუბნო კომისიებს, არც ცესკოსა და არც სასამართლოებს პრაქტიკულად ოპოზიციის არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ცესკო წერტილს დაუსვამს არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას.

„დღეს ცესკო შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს, სრულიად სამარცხვინოდ. ეს არის არჩევნები, რომელშიც დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა, მოსყიდვა. ეს არის არჩევნები, რომლის მერეც პრაქტიკულად არცერთი სარჩელი, არცერთი უბნის გადათვლა არ იქნა დაკმაყოფილებული არც საუბნო კომისიების, არც ცესკოსა და არც სასამართლოების მიერ და ცესკო დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას და ყველა გზა ამ არჩევნების შედეგების შეცვლის, ფორმალურად იქნება დახუული ცესკოსა და ივანიშვილის მიერ.

ეს ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის კრიზისი, რომელიც არის დღეს, პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგიც იქნება ერთპარტიული პარლამენტი, თუ ივანიშვილი ამ დარჩენილ დღეებში კონკრეტული წინადადებით, რომელიც ეხება ახალ არჩევნებს, არ წადგება ოპოზიციის წინაშე და ჩვენი მედიატორების წინაშე.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42