კაპანაძის თქმით, ოპოზიცია ელოდება მესამე რაუნდს და ამავდროულად აქვს მუდმივი კონსულტაციები პარტნიორებთან.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მესამე რაუნდს იმ შემხთვევაში ექნება აზრი და იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, თუ მასზე ქართული ოცნება მოიტანს კონკრეტულ წინადადებას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები იქნება მხოლოდ შეხვედრისთვის.
„მესამე რაუნდს ოპოზიცია ისევ ელოდება, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება და იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, თუ მასზე იქნება ახალ არჩევნებთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადება ქართული ოცნების მხრიდან.
თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში მესამე რაუნდი შეიძლება შედგეს მხოლოდ შეხვედრისთვის, მაგრამ მას შედეგი არ ექნება. შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წადგება ივანიშვილი კონკრეტული წინადადებით.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






