კაპანაძის თმით, ის მიესალმება ამ განცხადებას და აღნიშნა, რომ როგორც ნატოს გენერალური მდივნები, ისე საქართველოს მეგობარი ქვეყნები, მუდმივად მხარს უჭერდნენ საქართველოს და მის გაწევრიანებას ნატოში.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სკეპტიკური მეგობრების დარწმუნება, რასაც სჭირდება ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მაღალი ხარისხი და ქვეყნის აქტიური ყოფნა საერთაშორისო პოლიტიკასა და რადარებზე.
კაპანაძის თქმით, სანამ ქვეყანაში არ აღმოიფხვრება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, სანამ არ გაიზრდება ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი, მანამ გენერალური მდივნის განცხადებები და მინისტერიალზე მიღებული შეთანხმებები არ იქნება საკმარისი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის.
„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ში ყოველთვის გენერალური მდივნის მხრიდან და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა არის საქართველოს მიმართ და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.
ჩვენ რაც პრობლემა გვაქვს, არის ჩვენი სკეპტიკური მეგობრების დარწმუნება და მათ დასარწმუნებლად საჭიროა ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მაღალი ხარისხი პირველ რიგში და საჭიროა ჩვენი ქვეყნის უფრო აქტიურად ყოფნა საერთაშორისო პოლიტიკაში და რადარებზე, რაც ჩვენ არ გვაქვს.
ამრიგად, ამ განცხადებებს, რათქმაუნდა, ჩვენ მივესალმებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანები, გენერალური მდივანი მათ შორის, მხარს უჭერს, როგორც ყოველთვის, რაც არ უნდა კრიზისი იყოს ქვეყნის შიგნით, მაგრამ ჩვენ თვითონ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური კრიზისი, თუ საქართველოში ოპოზიცია არ იქნება პარლამენტში, თუ საქართველოში გაყალბდება არჩევნები, თუ იქნება მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გენერალური მდივნის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი და არც იმ ტიპის შეთანხმებები, რომლებიც მინისტერიალზე მოხდა, არ იქნება საკმარისი.
ნატოში გაწევრიანებისათვის არის საჭირო, რომ ჩვენთან იყოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი, არანაირი კითხვები არ არსებობდეს, არ ხდებოდეს პოლიტიკური დევნა, არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს კითხვები და პოლიტიკური კრიზისები განიმუხტოს დიალოგის შედეგად და რაციონალური ნაბიჯების შედეგად, ეს არის წინაპირობა, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი და არა მხოლოდ ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ჩვენი მეგობრების მხრიდან.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






