ქართული ოცნება კოორდინირებულად თანამშრომლობს ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ ძალებთან - კაპანაძე
პოლიტიკა - 16:28, 02 Dec, 2020     791

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, DFRlab-ის ანგარიშს ეხმაურება, სადან აღნიშნულია, რომ პროსამთავრობო მედიის და პუტინისტური დაჯგუფების, ქართული მარშის კონტენტს არაავთენტიკურ ქცევაში შემჩნეული ანგარიშების ქსელი Facebook-ის მომხმარებელთა მოტყუების გზით ავრცელებდა.

კაპანაძის თქმით, ამ კვლევაში ჩანს ის, რაც უკვე დიდი ხანია არის ცნობილი საზოგადოებისათვის, რომ ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული მედია რესურსები აქტიურად და კოორდინირებულად თანამშრომლობენ ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ ჯგუფებთან.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი გვერდების იდენტიფიცირება არის კიდევ ერთი გზა, რათა ყველა ერთად ებრძოლოს ქართული ოცნების ძალიან მავნებლურ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდას.

„ამ კვლევაში ჩანს ის, რაც დიდი ხანია უკვე ცნობილია, რაზეც ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო მათ შორის დიდი ხანია საუბრობს, რაც მანამდე Facebook-მა და სხვა ორგანიზაციებმაც ბევრჯერ გამოაქვეყნეს, რომ ქართული ოცნება, მასთან დაკავშირებული მედია რესურსები Facebook-ზე და ონლაინ სივრცეში, კოორდინირებულად თანამშორმლობენ ისეთ ძალებთან, როგორებიც არის ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებლები, მათ აქვთ საერთო დღის წესრიგი, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, საერთო მმართველობის ქვეშ არიან და ერთად ეწევიან პროპაგანდას მათ შორის, დასავლეთის წინააღმდეგ და ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ.

ის, რომ ასეთი ტიპის გვერდების იდენტიფიცირება და მათი დახურვა ხდება Facebook-ის მიერ, რომ აქტიურად არიან ჩართულნი ამაში სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციები, ეს ძალიან კარგია, რადგან ამ გზითაც მათ შორის ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ყვლანი ერთად ქართული ოცნების ძალიან მავნებლურ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდას.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42