ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური ლიდერების განახლებულ სასამართლო პროცესებს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, სასამართლო პროცესების ჩანიშვნით ივანიშვილი ვერ მოახედენს გავლენას ოპოზიციაზე.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ბოლომდე უნდა გააგრძელოს ბრძოლა, რათა ივანიშვილს არ შერჩეს გაყალბებული და მოპარული არჩევნები.
„პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პროცესების დანიშვნა და შემდეგ მათი გადადება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა სცადა, რომ ზეწოლის ბერკეტად გამოეყენებინა ეს საქმეები ოპოზიციაზე, ოღონდ როგორც ჩანს გაიგო, რომ არანაირი ზეწოლა ამის შედეგად არ განხორციელდებოდა.
ჩვენ ჩვენი მოთხოვნები ისევე ძალაში გვაქვს, ეს არის მთავარი მოთხოვნა, ახალი არჩევნები და ამაზე ველით მათგან შემოთავაზებას, ამიტომ, სასამართლო საქმეების ჩანიშვნით ის ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. როგორც ჩანს, ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც მიიღეს ძალიან მკაფიო გზავნილი.
საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ უნდს დავრწუმდეთ ყველა, რომ ამ ადამიანების სიტყვას არანაირი ფასი არ გააჩნია და ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რათა ეს გაყალბებული და მოპარული არჩევნები ივანიშვილს არ შერჩეს.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






