გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას საქმეების სასამართლო პროცესები, რომელთა განხილვაც მომდევნო კვირას უნდა განახლებულიყო, გადაიდო.
მიზეზად კორონავირუსი დასახელდა.
"ვინც ივანიშვილის ხელწერას ადევნებს თვცალ-ყურს, გაკვირვებული არ იქნებოდა [სასამართლო პროცესებით', იმიტომ, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით ფორმდება დიქტატურა. ოპოზიციასთან მიდის დიალოგი პარლამენტში შესვლასთან ან არშესვლასთან დაკავშირებით. პარალელურად ამ პროცესის დაწყება ნიშნავს, რომ გინდა მძევლები აიყვანო ან დააშინო. ივანიშვილი მოქმედებს, როგორც ტერორისტი". - ამბობს გიგი უგულავა.
"ვერ მიხვდა ბიძინა ივანიშვილი, რომ დაკავების და დაპატიმრების არავის ეშინია. პოლიტიკური ვირშეშმაკობაა მოლაპარაკების პროცესში. ხელისუფლება, სახის შესანარჩუნებლად აპირებს შეთავაზებების მოტანას". - თქვა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






