ტიკარაძე ირწმუნება, რომ საქმესთან დაკავშირებული ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
მინისტრი ამბობს, რომ ის ვერ ისაუბრებს, რატომ მოხდა შეყოვნება და რატომ არ გადაიყვანეს 19 წლის გოგო დროულად კლინიკაში და სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს სააგენტო.
"ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ვერ დავტოვებდით ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. ისინი გააკეთებენ განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა და ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ეს კითხვები, პირველ რიგში, პასუხგაცემული მესაჭიროება მე იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა", - თქვა ტიკარაძემ.
თეკლა თორდია კორონავირუსით გუშინ, 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახი ამბობს, რომ მათი შვილი უყურადღებიობას და გაუნართავ სისტემას ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






