ნადირაშვილის თქმით, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის მტკიცე, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისული მდგომარეობიდან არის ხელახალი არჩევნები და ყოველი მოლაპარაკების რაუნდზე, ოპოზიცია საუბარს დაიწყებს ამ მოთხოვნით.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადამიანების საპყრობილეში ჩასმით ვერ მოაგვარებს კრიზისს და ამის ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, რომელიც როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, მხოლოდ დროის საკითხია და ივანიშვილის სასარგებლოდ არ დამთავრდება.
„ოპოზიცას აქვს მყარი გადაწყვეტილება, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისული ვითარებიდან, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, ყოველთვის, ყველა მოლაპარაკების დროს, ეს იქნება მე-100 თუ 50-ე რაუნდი, ოპოზიცია დაიწყებს საუბარს ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
თუ ხელისუფლება ვერ ხვდება რამხელა კრიზისია ქვეყანაში, თუ ვერ ხვდება, რომ ადამიანების საპყრობილეში ჩაყრით და მძევლად აყვანით ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს და საჭიროა ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ეს უბრალოდ დროში გადასაწყვეტი პროცესია, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ივანიშვილის სასარგებლოდ არ დამთავრდება.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






