7 დეკემბერი - ნიკა გვარამია; 10 დეკემბერი - გიგი უგულავა; 14 დეკემბერი - ირაკლი ოქრუაშვილი; 15 დეკემბერი - ნიკა მელია - არჩევნების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება“ თაროდან ჩამოღებული საქმეებით ცდილობს პოლიტიკური თამაშის ახალი პარტია მოიგოს და ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების სასამართლო პროცესები ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნა.
თავის მხრივ, ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ სვლით ხელისუფლება მათზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
როგორც ოპოზიციური ერთობა აცხადებს, სასამართლო პროცესების მიუხედავად, ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და მოთხოვნა - ხელახალი არჩევნების დანიშნვა ისევ ძალაში რჩება.
„მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით ფორმდება დიქტატურა. ეხლა ოპოზიციასთან მიდის დიალოგი, სადაც განილიხება პარლამენტში შესვლა ან არშესვლა, პარალელურად ხელისუფლება ამ პროცესს იწყებს - ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ძევლების აყვანა-დაშინებას, რომ იმ სადავო საკითხში მიიღოს მისთვის სასარგებლო შედეგი. შესაბამისად ბარიერებსაც აღმართავს - ჯერ ერთს დაიჭერს, შემდეგ მეორეს, „ვაგზლის რაზვორჩიკივით“ იქცევა, სათითეებით რომ თამაშობენ, ასეთი მენტალობის კაცია ივანიშვილი, ასე ყურებს ცხოვრებასაც და პოლიტიკასაც“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.
„პოლიტიკური ვირეშმაკობაა მოლაპარაკების პროცესში . როგორც ჩანს, ხელისუფლება რაღაცა სახის შესანარჩუნებლად აპირებს რაიმე სახის შეთავაზებების მოტანას, თითქოს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, რაც, ბუნებრივია, არ იქნება მისაღები ოპოზიციისთვის და ცდილობენ რომ გახსნან პარალელური პროცესი, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე დევნას. მარტივად გვითხრა - თუ თქვენ არ დთანხმდებით ამ მოთხოვნებს, მაშინ, გაწყობთ რომ ადამიანები დავაკავოთ კიდევ?“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






