ერთ- ერთი სამოქალაქო აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე 21 ნოემბერს, ივანიშვილის გვირაბის კედელზე გაკეთებული სტენსილის გამო დღეს 1000 ლარით დააჯარიმეს და უთხრეს რომ გვირაბის კედელი კულტურული მემკვიდრეობაა.
"გზა, რომელიც ივანიშვლის სახლამდე მიდის, კულტურული მემკვიდრეობაა" - აცხადებს დაჯარიმებული.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პირდაპირ ეთერში "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე" დაწერა - "გამყალბებელია".
"შეშინება სრულაიდ აბსურდულია, ვერავის ვერ შეაშინებენ, მაგრამ ვითარებაა ტრაგიკომიკური. ჩვენ ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის გვირაბში, რომელსაც დაარქვეს კულტურული მემკვიდრეობა, იმიტომ რომ ესე მოუნდათ. ჩვენ გარშემო დგანან პოლიციელები, რომლებიც უნდა იცავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, დასდევდნენ ესებუას..." , - ამბობს ელენე ხოშტარია "ღამის მთავარში".
მასალის გამოყენების პირობები






