დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.
მისი თქმით, ის კლინიკურ საკითხებში არ გამოდგება ექსპერტად.
"სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები, ამას მე გაზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდი. ამ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, სამწუხაროდ მე კლინიკურ საკითხებში ვერ გამოვდგები ექსპერტად.
ჩვენ 20 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც არის ყველაზე მძიმე. ყველაფერი აქედან მოდის, რაც მეტი ადამიანი არის ავად, პროპორციულად მეტი იქნება მძიმე და მეტი იქნება გარდაცვალება. ამიტომ იყო ჩვენი მიმართება იქითკენ, რომ ნაკლები ყოფილიყო ავადმყოფი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ გადაცემა "360 გრადუსში"
მასალის გამოყენების პირობები






