საქართველომ, უკრაინამ და რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის - ბენ ჰოჯესი
პოლიტიკა - 22:25, 01 Dec, 2020     998

ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში განაცხადა, რომ ამერიკას სჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის.

"ამერიკას სჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. ჩვენ არ გვჭირდება სტრატეგია საქართველოსთვის ან სტრატეგია უკრაინისთვის, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა საქართველოსთვის და პოლიტიკა უკრაინისთვის, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის ნაწილი იქნება", - განაცხადა ჰოჯესმა.

ჰოჯესმა განმარტა, რომ საქართველომ, უკრაინამ და რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს მათ მიმართ ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის.

„ვიმედოვნებ ახალ ადმინისტრაციას ექნება მრავალმნიშვნელოვანი სტრატეგია თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან და ამ რეგიონთან. ძალიან ვამაყობ ამერიკის საელჩოს გუნდით თბილისში, ამერიკის საელჩოს გუნდით კიევში, ჩვენ დიდებული დიპლომატები გვყავს და ისინი მუშაობენ, რომ წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მათ არ მიეწოდათ სტრატეგია, რომლითაც ამერიკული კონტრიბუციის და ძალისხმევის თავმოყრა მოხდებოდა. ეს არის ის, რაც გვაკლია.

საქართველომ, უკრაინამ და ამ რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია საქართველომ და უკრაინამ სხვადასხვა მიმართულებებით განამტკიცონ ურთიერთობები, თუნდაც გააუმჯობესონ თანამშრომლობა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის პორტიდან გამოსული გემი შავი ზღვის რეგიონის არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეუშვას საკუთარ პორტში.

„ამ რეგიონში არც ერთმა პორტმა არ უნდა შეუშვას ყირიმის პორტიდან გამოსული გემი რომელიმე ქვეყნის პორტში, რადგან ეს არაკანონიერია. ყველა თანხმდება, რომ ყირიმი უკანონოდ არის ოკუპირებული. პრეზიდენტმა პოროშენკომ ყველა პორტი დახურა ყირიმში, მაგრამ რუსეთი კვლავ განაგრძობს მათით სარგებლობას. საქართველომ აქ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი, მაგალითად სევასტოპოლიდან გამოსულ გემებს არ უნდა შეეძლოთ ბათუმში ან ფოთში შესვლის საშუალება, ან თურქეთში შესვლა“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42