“ბებიის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა ბაბუა...სახლში სასწრაფომ , რომ მოიყვანა გონება ეკარგებოდა” – “ჩცდ”-ს მსახიობის ბებია და ბაბუა კორონავირუსით გარდაიცვალა
საზოგადოება - 22:03, 01 Dec, 2020     4727

კორონავირუსმა ცნობილი ქართველი მაესტროს გოგი ბერიძის და მისი მეუღლის სოცოცხლე იმსხვერპლა.

მაესტროს და მისი მეუღლის დაინფიცირების შესახებ, “პრაიმამბებს” მათი შვილიშვილი, ცნობილი მწვრთნელი და სერიალ “ჩცდ”-ს მსახიობი გიორგი ორბელაძე ესაუბრა.

ინტერვიუს გთავაზობთ უცვლელად:

გიორგი, საიდან დაინფიცირდნენ შენი ბებია და ბაბუა?

– დაინფიცირების წყარო ჩვენთვის უცნობია. პირველად ბაბუა დაინფიცირდა.

სიმპტომების გამოვლენიდან ორ დღეში ჩაუტარდა ტესტირება, მაგრამ უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამიტომ ორ დღეში ახალი ტესტი გაიკეთა და დადებითი პასუხი მოვიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბებიასაც გამოუვლინდა სიმპტომები და ისიც კლინიკაში მოათავსეს.

კლინიკაში დაიღუპნენ?

– არა. ბებია ორ კვირაში გამოწერეს. კორონავირუსისგან განკურნებული იყო, მაგრამ სუსტად გრძნობდა თავს. ამიტომ სულ იწვა ან იჯდა.

მეთორმეტე დღეს კი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა. ბებიის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა ბაბუა.

გაიგო ბებოს გარდაცვალების შესახებ?

არა, ბაბუა რეანიმაციაში იწვა და იქ დაიღუპა. ფილტვების ანთება ჰქონდა და ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ბოლოს გული გაუჩერდა და გულით დაიღუპა. ბებია გარეთ საერთოდ არ გადიოდა, ბაბუა კი, ქუჩაში მხოლოდ ერთხელ იყო გასული და პირბადე ეკეთა.

თქვით, რომ ბებია როცა კლინიკიდან გამოწერეს სუსტად იყო...

– ბებიაჩემი კლინიკიდან სასწრაფომ მოიყვანა სახლში. მეორე სართულზეა მისი ბინა და ზუსტად სამი საათი დასჭირდა სახლამდე ასასვლელად, რადგან გონებას კარგავდა. ვფიქრობ რომ იმ მომენტში კლინიკიდან არ უნდა გამოეწერათ.

როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. დღემდე გაკვირვებული ვარ ბაბუაჩემის ინტელექტით.

ბებიას რაც შეეხება, დიაბეტი ჰქონდა და სახსრები აწუხებდა, მაგრამ როცა მივიდოდი, გეგონებოდა ფრთები შეისხაო. წამოხტებოდა და ყველაფერს აკეთებდა.

დღეგამოშვებით გამომეცალა ხელიდან ეს ორი ადამიანი და მძიმეა ჩემთვის.

ცნობილია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვა სპეციალური პროტოკოლით ხდება

– ბებია ფაქტიურად სახლში დაიღუპა და კოვიდპაციენტად არ ითვლებოდა. ამიტომ ჩვეულებრივი წესით დავკრძალეთ.

რაც შეეხება ბაბუას, ის კლინიკაში დაიღუპა და რადგან კოვიდდადებითი პაციენტი იყო, არ შეიძლებოდა პანაშვიდის დროს, მისი სასახლის ახდა და გაპატიოსნება.

ვინმე ახდენდა პანაშვიდის დროს მონიტორინგს?

– არა, ჩვენი ხარჯებით წამოვიღეთ სასახლე. ვიცოდით თავი არ უნდა აგვეხადა, თუმცა თუ დაირღვეოდა პროტოკოლის წესები, ამას ვერავინ გაიგებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42