"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი , ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება რაც უფრო მალე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას უკეთეს მდგომარეობაში ჩადგება,მაგრამ ისინი საღი აზრის ფარგლებს მიღმა არიან გასულები და ვერ აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა.
მელიამ განმარტა, რომ როცა თავისუფალი არჩევნები არ ტარდება, ვერ იტყვიან რომ არჩევნები ჩატარდა.
"ჩვენი გეგმა არის ცნობილი, ჩვენი შეფასება არჩევნების მიმართაც ცნობილია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება, მანამდეც.
გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპულობა იყოს უკეთესი ხვალინდელი დღის გარშემო და არა უბრალოდ, რომელიღაცა პარტიას და ბევრ პარტიას უნდა ასე და ამიტომ. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს - თავისუფალი არჩევნები და როცა თავისუფალი არჩევნები არ ტარდება, ვერ ვიტყვით რომ არჩევნები ჩატარდა.
ხელისუფლების ადგილზე, რაც უფრო მალე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, უკეთეს მდგომარეობაში ჩადგებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საღი აზრის ფარგლებს მიღმა არიან გასულები და ვერ აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა. ქვეყნის მოსახლების უმრავლესობა, როცა დარწმუნებულია, რომ არჩევნები ან გაყალბდა ან უბრალოდ არ ჩატარებულა, ამ რეალობას ვერ შეცვლის კობახიძისა და სხვა "ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავების რიტორიკა, რომელსაც ადგილი აქვს პირველი ნოემბრიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






