პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება ნიკა გვარამიას საქმის განახლებას და აცხადებს, რომ არ გამორიცხავს სასამართლომ უკვე TBC ბანკის საქმეც ჩამოიღოს თაროდან, სადაც ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებიან.
მისი თქმით, სასამართლოს მხრიდან დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან საქმე პოლიტიკურია და სასამართლო დღეს პოლიტიკური მითითებებით მოქმედებს.
"ლელოს" ლიდერი განმარტავს, რომ ე.წ რუსთავი 2-ის საქმის გააქტიურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ოპოზიციის საყოველთაო ბოიკოტს უკავშირდება და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ნიკა გვარამიას თეაც ელჩებთან მოლაპარაკებების დროს, "სავაჭროდ" გამოიყენოს.
„ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ მსგავსი რამ გამოვცადეთ ამა წლის იანვარ -თებერვალშო, როცა დეკემბრის ბოლოს დავაფუძნეთ პარტია და ყოველ მეორე დღეს აბსურდული ბრალდებით გვატარებდნენ სასამართლოში, საქმე დახურული არ არის და არ გამოვრიცხავ განაახლონ.
ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა. 8 მარტის შეთანხმებით დამთავრდა ის მოლაპარაკებები ამიტომ, არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მსგავსი საბჭოთა, კგბშ-ნიკური მეთოდები ჩაბარდა წარსულს" , - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 7 დეკემბრიდან განაახლებს.
მასალის გამოყენების პირობები






