„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება ნიკა გვარამიას სასამართლო საქმის განახლებას და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პოლიტიკური რეპრესიები და ერთპარტიული პარლამენტი.
„ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის. როგორც ჩანს, მან აირჩია ერთი სცენარი, ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი, რასაკვირველია, ის ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ ნიკა შეაშინოს და ძალიან კარგად იცის, ნიკას ამის არ შეეშინდება, რადგან რამდენი ხანია, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, ჭრიან და კერავენ, როგორც უნდათ...
მე მინდა მივმართო ყველას, თუ ვინმეს ჭკუა შერჩენია "ქართულ ოცნებაში" და ვუთხრა, ხალხისგან ისევ ოპოზიციის დასაცავი არ გახდეთ... ბიძინა ივანიშვილს კი ჰგონია, რომ ამით ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ ის მოსახლეობა, რომელსაც არჩევნები მოპარა, ამას არ აპატიებს. ეს იქნება ის სცენარი, რომლისთვისაც მე ჩემი ქვეყანა არ მემეტება - ფრთხილად იყვნენ”, - ამბობს ხატია დეკანოიძე "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბრიდან "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენდირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები






