საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ - გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია - ბენ ჰოჯესი
პოლიტიკა - 20:20, 01 Dec, 2020     1498

ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში განაცხადა , რომ საქართველო ნატოში ახლავე უნდა მიიწვიონ.

ბენ ჰოჯესმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ სამ საკითხს, რაც, მისი აზრით, აშშ-ს შეუძლია საქართველოსთვის გააკეთოს.

„პირველი : საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ, ჩვენ ამის პრეცედენტი გვაქვს : დასავლეთ გერმანია ნატოს შეუერთდა, როდესაც გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ჯარის ნაწილები იდგა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მისივე თქმით, საჭიროა ისეთი სამხედრო წვრთნების დაწყება, რომელიც ნატო-საქართველოს, ნატო-უკრაინის, ნატო-ბულგარეთის, ნატო-რუმინეთისა და ნატო-უნგრეთის წვრთნებს დააკავშირებს.

„ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი წვრთნა, რომელიც რუსული „კავკასია 2020“-ის მასშტაბის იქნება და რომელიც იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ჩვენ ვზრუნავთ ამ რეგიონზე.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურებში ინვესტირება. თქვენ იცით, რომ რუმინეთში ჩვენ გვაქვს მიხაილ კოგალნიკეანუს საჰაერო ბაზა, ვისურვებდი, რომ მსგავსი საქართველოშიც ვიხილოთ“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მან ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც კრემლს ყველაზე ნაკლებად სურს საქართველოში.

„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ანაკლიის პროექტი არ გრძელდება. ეს არის ის, რაც კრემლს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა დასავლეთის დიდი ინვესტიციები საქართველოში იხილოს, რადგან მას საქართველოს 20 % ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს,“- აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42