მანიაკმა არასწორი სამიზნე შეარჩია ...ამდენი წელია უტრიალებს, უტრიალებს და ნიკა გვარამია ძლიერდება - ჯანგირაშვილი
პოლიტიკა - 20:00, 01 Dec, 2020     1872

ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების განახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება . ჯანგრშვილი ივანიშვილს მანიკს, იდიოტსა და გონებაშეზღუდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი, რადგან ოლიგარქს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ მისი ძალაუფლების გამყარება შესაძლებელია.

ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა სამიზნე არასწორად შეარჩია, რადგან ნიკა გვარამიას ამდენი წელია უტრიალებს და ის უფრო ძლიერდება.

„იმდენად მძიმე და დამთრგუნველი სიტუაციაა ამ ქვეყანაში, როცა ადამიანები გვიკვდება ხელისუფლების უსულგულობის გამო და ამ დროს ეს იდიოტი კაცი, ეს მანიაკი, ზის და ფიქრობს, როგორ გაანეიტრალოს მთავარი საფრთხეები, გონებაშეზღუდული იდიოტის გარდა ვერავინ წარმოიდგენს, რომ ამით თავისი ხელისუფლება შეუძლია შეინარჩუნოს. ლაშა ნაცვლიშვილის, ნიკა ლალიაშვილის და შალვა რამიშვილის იმედად რომ იქნება, ჯერ ის კაცი რა კაცია და მათი გაქანების, მათი ინტელექტის იმედად ყოფნა ხომ საერთოდ... ხმები მოიპარა და ახლა ჰგონია, რომ გვარამიას თუ დაიჭერს, გადარჩება? ვერ გადარჩება...

რამდენი წელია, გვარამია მონიშნული ჰყავს, როგორც მთავარი საფრთხე მისი ძალაუფლებისთვის, მერე სხვა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგაც შეიძლება აღძრას საქმე, მერე ჩემს მიმართ შეიძლება იპოვოს რაღაც...

ივანიშვილი ამ ქვეყანაში თუ კიდევ ერთი წელი დარჩა, ბუკვალურად ერთი წელი, მეტზე არ არის ლაპარაკი - ამ ქვეყნისგან არაფერი დარჩება... იმდენად დიდია უპერსპექტივობის განცდა, რომ მეც კი გამჩენია განცდა, ხომ არ წავიდე ამ ქვეყნიდან მეთქი, მაგრამ არა, არსად არ წავალთ, არც მე არსად არ წავალ, არც გვარამია არ წავა, ამ სახელმწიფოს და ამ სამშობლოს არ დავუთმობთ ივანიშვილს, რომელსაც არ უყვარს სიტყვა "სახელმწიფო" და უყვარს მხოლოდ "სამშობლო", ეს ორი სიტყვა კი ერთმანეთსაა გადაჯაჭვული და ჩვენ არც ამ სახელმწიფოს და არც ამ სამშობლოს ივანიშვილს არ დავუთმობთ,

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, არასწორი სამიზნე აქვს შერჩეული, ამდენი წელია, უტრიალებს, უტრიალებს და ნიკა გვარამია ძლიერდება, მან უკვე შექმნა ის მონსტრი, "მთავარი არხი", რომელიც მის გარეშეც იმუშავებს”,- ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, 7 დეკემბრიდან "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენდირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები განახლდება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ თავად დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42